მორიგი საქველმოქმედო აქცია Print
Thursday, 10 March 2016 16:41

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია აგრძელებს ტრადიციულად ქველმოქმედებას. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მხარდაჭერით თურმანიძეების სოციალურად დაუცველ - მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა. 9 წევრიან ოჯახში 4 მცირეწლოვანი ცხოვრობს. ოჯახს ბავშვის ერთი თვის საკვები პროდუქტით უცნობი მოქალაქეებიც დაეხმარნენ.ქულის მინიჭების შემდეგ განიხილება ოჯახის მცირეწლოვან, 6 თვის ბავშვზე კვების ვაუჩერის გაცემის საკითხი .ინვესტორთა ასოციაცია მუშაობს არა მარტო ინვესტიციების მოზიდვისათვის, არამედ აქტიურად ახორციელებს საქველმოქმედო ღონისძიებებს, მათთვის ვისაც ძალიან ჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა.