შემოსავლების სამსახურის წევრების და თურქი ბიზნესმენების შეხვედრა Print
Wednesday, 09 March 2016 16:19

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, მცირე ბიზნესთან დაკავშირებული წესები, საბაჟო რეგულაციები და ა.შ. - ამ თემებზე დეტალური ინფორმაცია და განმარტებები მიიღეს საქართველოში, კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული საწარმოების მეპატრონე თურქმა მეწარმეებმა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც 9 მარტს, ქ. ბათუმში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს მათთვის აქტუალურ და საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხები გასცეს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ, საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ხუნდაძემ და მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ბუბუტეიშვილმა. შეხვედრა გაიმართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ინიციატივით და მიზნად ისახავდა საქართველოში მოღვაწე თურქი ბიზნესმენების საგადასახადო ინფორმირებულობის ამაღლებას. შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში იასინ თემისქანი, თურქეთის სავაჭრო ატაშე საქართველოში მიქაელ დევერლიოღლუ, თურქეთის საბაჟო ატაშე საქართველოში ოზაი ქუთლუ, თურქეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები,  საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და მისი წევრი კომპანიების წარმომადგენლები.