საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ირანის კონსულს შეხვდა Print
Thursday, 03 March 2016 10:05

2016  წლის 2 მარტს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი ასოციაციის ოფისსში  ირანის გენერალურ კონსულს ჰოსეინ მაშჰადის შეხვდა.  შეხვედრაზე ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის  ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში არსებულ სიახლეებზე. საუბარი შეეხე ირანიდან კომპანიების ჩამოყვანას და ერთობლივი კონფერენციის გამართვას რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას. ასევე ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ირანის კონსულს ასოციაციის და მისი წევრი კოპმპანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე განიხილეს  ირანიდან ინვესტიციების შემოტანის პერსპეტიბი. ასევე  რეგიონის ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად უახლოეს მომავალში  ირანელი ბიზნესმენების ჩამოყვანაც იგეგმება. შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ ერთმანეთს სამახსოვრო  საჩუქრები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანი და ნაყოფიერი  ურთიერთობა ირანის საკონსულოსა და ბიზნესმენებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.