საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ”KAYABAS TEXSTIL”-ის წარმომადგენლებს შეხვდა Print
Friday, 19 February 2016 12:27

2016 წლის 19 თებერვალს , საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა,ინვესტორთა ასოციაციის  გერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და Invest in Georgia-ს წარმომადგენელი შეხვდნენ კომპანია “Kayabas Tekstil”-ის  მფლობელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარის რეგიონის ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს, კერძოდ ტექსტილის სფეროს ასევე ცნობილი გახდა ახალი 1.500.000 აშშ დოლარის ინვესტიციის შესახებ. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა  კომპანიის წარმომადგენლებს,  მათთვის საინტერესო ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდა. „Kayabas Tekstil”–ის წარმომადგენლობა დაინტერესებულია ქუთაისში ტექსტილის სფეროში განახორციოლოს ინვესტიცია. ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დაათვალიერეს ალტერნატიული ადგილები.როგორც შეხვედრის დროს გაირკვა ტექსტილის ქარხნის გახსნის  პირველ ეტაპზე თურქული კომპანია 800 მდე ადგილობრივი კადრის დასაქმებას გეგმავს. შეხვედრაზე საუბარი ასევე თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს შეეხო.