ახალი ინვესტიცია ტექსტილის სფეროში Print
Wednesday, 17 February 2016 12:20

2016   წლის 17 თებერვალს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას თურქეთიდან, ასოციაციის მიერ  მოწვეული კომპანიის „შპს ატომიკ ტექსტილი“ –ს წარმომადგენელი ეწვია.  სტუმარი ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ბატონმა  ოსმან ჩალიშქანმა მიიღო. კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოთი და ინვესტირების იურიდიული საკითხებით დაინტერესდა. ის უახლოეს მომავალში ქუთაისსში ტექსტილის ფაბრიკის გახსნას გეგმავს, სადაც 500-მდე ადგილობრივი დასაქმდება. ამ დროისთვის, თურქი ინვესტორი არსებულ პროექტთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და ტერიტორიულ  საკითხებს აგვრებს.