,,Palm Apartment" - ის სპეციალური აქცია - ,,ზაფხული 2016" Print
Wednesday, 17 February 2016 08:22

საცხოვრებელი  კომპლექსი  ,,Palm Apartments" ქ.  ბათუმის  ისტორიულ  ცენტრში    მდებარე  ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო   და   გასართობი   კომპლექსის   "Grand   Hotel   Batumi   Black   Sea"-ს   ერთიანი   არქიტექტურული   ანსამბლის ავტონომიური ნაწილია. კომპლექსი არა მარტო უშუალოდ ესაზღვრება ზღვის სანაპიროს, არამედ ბათუმის საზღვაო ბულვარისა და საოცრებათა პარკის ნაწილს წარმოადგენს. საცხოვრებელი კომპლექსის ,,Palm Apartments" დახურულ ტერიტორიაზე განლაგებულია ულამაზესი ღია საცურაო აუზი ანუ საწყალოსნო გასართობი ცენტრი "Palma Laguna", წყლის ზედაპირით 1.300 მ2, მარაგდება ზღვის წყლით, რომელიც ზამთრის პერიოდში გათბობის სისტემით არის აღჭურვილი.  ღია საცურაო აუზი "Palma Laguna" თავისი შესაძლებლობებით პირველი და უნიკალური კომპლექსია შავი ზღვის პირეთში. მისი ინფრასტრუქტურა იძლევა არა მხოლოდ აქტიური დასვენებისა და რეკრეაციის საშუალებას მთელი წლის განმავლობაში, არამედ მასობრივი კულტურული ღონისძიებების - კონცერტების,   ჩვენებების, მიღებების და ა.შ. ღია ცის ქვეშ ჩატარების შესაძლებლობასაც. ღია საცურაო აუზის "Palma Laguna"-ს  მიმდებარე  ასწლიანი  ევკალიპტების  ხეივანი  სრულყოფილი  დასვენების  შესანიშნავ  "მწვანე  ზონას"  ქმნის. საცურაო აუზის შუაგულში განთავსებულია ბარი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ აუზიდანვე შეუკვეთონ და დააგემოვნონ გამაგრილებელი სასმელები, მსუბუქი კოქტეილები და სხვა. საცურაო კომპლექსის "Palma Laguna"-ს ირგვლივ დახურულ გალერეაში განთავსებულია ყველა აუცილებელი ფუნქციონალური ზონები მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად: მისაღები და რეგისტრაციის სამსახური, დასასვენებელი ზონა რბილი შეზლონგებით, იატაკების გათბობის სისტემითა და სატელიტური ტელე-არხებით, გასახდელები და საშხაპეები, ღია ტერასები გარუჯისათვის, მასაჟისა და ფიტნესის კაბინეტები,  სწრაფი  კვების  რესტორანი,  რესტორანი  "A  la  Carte",  ზემო  ღია  ტერასაზე  განლაგებული  ლაუნჯ-ბარით, საიდანაც იშლება ზღვის, ქალაქ ბათუმისა და გარშემორტყმული მთების განუმეორებელი ხედები.  საცხოვრებელი კომპლექსის საერთო ფართია 20.000მ2და შედგება "უმაღლესი ხარისხის" კატეგორიის 33 აპარტამენტისაგან. ამ კლასის ყველა აპარტამენტს გააჩნია ავტოსადგომი, რომლის ღირებულებაც შედის აპარტამენტის ფასში: 200 მ2-მდე აპარტამენტისათვის განკუთვნილია 1 ავტოსადგომი, ხოლო 200 მ2-ისზემოთ 2 ავტოსადგომი. მეხუთე სართულზე განლაგებული აპარტამენტის ღირებულებაში ავტოსადგომთან ერთად შედის საკუჭნაო.

საცხოვრებელი კომპლექსი „Palm Apartments“ აღჭურვილია ცენტრალიზებული კომუნიკაციების, ერთიანი მართვის,

მომსახურეობისა და სერვისების თანამედროვე სისტემებით:

    ცივი წყლის ფილტრაციისა და ცხელი წყლის მიწოდების სისტემა;

    გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია;

    კონსიერჟის 24 საათიანი მომსახურება;

    დაცვის 24 საათიანი მომსახურება;

   შიდა ტერიტორიისა და საერთო სივრცეების დასუფთავება, განათება, ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება (სარეზერვო დიზელ-გენერატორი);

    ლიფტებისა და შლაგბაუმების ექსპლუატაცია;

   სათვალთვალო კამერების, უსაფრთხოების სისტემებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მომსახურება და მართვა;

    ავტოსადგომის მოვლა-პატრონობა;

   მესაკუთრესთან შეთანხმებით დიზაინის მომზადება და აპარტამენტის რემონტი, ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვის სერვისის ჩათვლით;

    აპარტამენტების მაცხოვრებლებისათვის ღია საცურაო აუზის ვაუჩერები;

    ტურისტული სერვისები და სხვა.

აქცია ვრცელდება "უმაღლესი კლასის" მხოლოდ 16 აპარტამენტზე, რომლებიც განლაგებულია მესამე სართულიდან მეხუთე სართულის ჩათვლით. საპეციალური აქცია ,,ზაფხული 2016“ მოქმედებს მხოლოდ 2016 წლის 30 მარტამდე.

ყურადღება!      განსაკუთრებული სიახლე - პირველად:  თითოეული აპარტამენტის ღირებულება ყალიბდება თითოეულ მყიდველთან ინდივიდუალურად აქციის ფარგლებში აპარტამენტის შესყიდვის შემთხვევაში მესაკუთრე ვალდებულია:     2016 წლის ზაფხულის სეზონამდე დაასრულოს აპარტამენტის კეთილმოწყობა.