მემორანდუმი დასაქმების სააგენტოსა და ინვესტორთა ასოციაციას შორის Print
Wednesday, 17 February 2016 08:12

2016 წლის 16 თებერვალს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და საქართველოს ინვესტორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მისი მიზანია რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმება, ბიზნესგარემოს სრულყოფა და შრომის ბაზრის ეფექტური ფუნქციონირება. დოკუმენტის მიხედვით ასოციაციის წევრი კომპანიები უზრუნველყოფენ ვაკანტური ადგილების და სტაჟირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდებას. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნდა 2009 წლის 15 ივლისს ბათუმში და წარმოადგენს ერთ–ერთ უმსხვილეს ინვესტორთა გაერთიანებას საქართველოში.  საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას დღეისათვის 21 წევრი კომპანია ჰყავს, რომლებიც მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა: საფეიქრო მრეწველობა, მშენებლობა და სამშენებლო მასალები, საბანკო, დაზღვევა, სასტუმროები და სხვა.