საახალწლო საჩუქრები სოციალურად დაუცველ 9 ოჯახს Print
Thursday, 31 December 2015 14:25

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია აგრძელებს ტრადიციულად ქველმოქმედებას. ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის საქველმოქმედო აქცია. წინასაახალწლო საჩუქარი სოციალურად დაუცველებმა აჭარის მთავრობისგან  და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციისაგან მიიღეს. ყველაზე დაბალი სოციალური ქულის მქონე 9 ოჯახს სურსათი, ტკბილეული, წიგნები საყოფაცხოვრებო ტექნიკა მიუტანეს. ერთ-ერთი ნარგიზ მამულაძეა, რომელიც მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ნაქირავებ, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა  ოსმან მჟავანაძემ დიასახლისის სურვილის გათვალისწინებით სოციალურად დაუცველ ოჯახს საჩუქრად სარეცხი მანქანა გადასცა.ინვესტორთა ასოციაცია მუშაობს არა მარტო ინვესტიციების მოზიდვისათვის, არამედ აქტიურად ახორციელებს საქველმოქმედო ღონისძიებებს, მათთვის ვისაც ძალიან ჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა.