ბიზნეს ფორუმი „მინსკი-ბათუმი“ Print
Monday, 23 November 2015 06:48

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქმიანი ვიზიტით ბელარუსში იმყოფებოდა. 20 ნოემბერს, ქ. მინსკში, მორიგი ბიზნეს ფორუმი „მინსკი-ბათუმი“ გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ შეხვედრები გამართა ბელარუსის პრემიერ-მინისტრთან ბ-ნ ანდრეი კობიაკოვთან, ქალაქ ბრესტის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და აჭარის რეგიონით დაინტერესებულ ინვესტორებთან. 19 ნოემბერს შეხვედრა გაიმართა ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან ბატონ მიხაილ მიატლიკოვთან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს უცხოელ პარტნიორებს თავის გუნდთან ერთად პირადად გააცნო. ამასთანავე, ფორუმის მონაწილეებმა აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული სპეციალური პრეზენტაციით მიიღებეს, გაეცნენ აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლსაც. პრეზენტაციები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა წარადგინეს. ქ.მინსკში, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, აჭარაში სხვადასხვა სექტორში, კერძოდ მშენებლობის, ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიების წარმომადგენელთა ვიზიტიც შედგა. მათ თავიანთი გამოცდილება ადგილობრივ ინვესტორებს გაუზიარებეს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაციის გენერალური მდივანი ბატონი ოსმან ჩალიშქან (მჟავანაძე)  და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ბატონი თამაზ შავაძე. პრეზენტაციების შემდეგ ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართება, რაც ქართულ და ბელარუს კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას შეუწყობს ხელს. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში. ბიზნეს ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. დელეგაციამ ბელარუსის რესპუბლიკა 21 ნოემბერს დატოვა.