„რეგიონული დიასპორული ეკონომიკური ფორუმი“ Print
Wednesday, 14 October 2015 07:31

დიასპორული ეკონომიკური რეგიონული ფორუმის პირველი პანელი – დიასპორის ფინანსური ინკლუზია და რევოლუციური ინოვაციები, ფორუმში მონაწილე უცხოელი სტუმრების პრეზენტაციებით დაიწყო. პანელს მოდერაციას უწევდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი ნინა მატიაშვილი. ორგანიზაცია „Developing Markets Associates“ ხელმძღვანელმა, ლეონ აიზეკმა სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები დიასპორების განვითარებადი ბაზრების აღორძინების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური პარტნიორობის ოფისის დირექტორმა, კონსტანს ციუმისმა სახალხო, კერძო საპარტნიორო ორგანიზაციების განვითარების შესახებ ისაუბრა. საკუთარი პრეზენტაცია წარმოადგინა ისრაელი-საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ, რომელიც ისრაელის გამოცდილებაზე და დიასპორული ობლიგაციების შესახებ იყო მომზადებული. მან პარალელები გაავლო საზღვარგარეთ მცხოვებ ებრაელებსა და ქართულ დიასპორებს შორის, მათ დამოკიდებულებაზე სამშობლოსადმი. კომპანია „Homestrings“-ის წარმომადგენელმა, რუბინ ალკანტარამ წარმოადგინა პრეზენტაცია დიასპორული ობლიგაციების და საინვესტიციო პორტფელების შესახებ ონლაინ პლადფორმაზე. პირველი პანელი დახურა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელმა, ილიანა დერილოვამ. მან მსოფლიოში მიგრაციის ზრდის და მისი როლის შესახებ ისაუბრა, ასევე, დიასპორული ინვესტიციების სამშობლოში ხელშეწყობის საშუალებებზე გაამახვილა ყურადღება.  „ დიასპორის საინვესტიციო პროექტებზე საქართველოში“ პრეზენტაცია ასევე წარადგინა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა  ოსმან ჩალიშქან ( მჟავანაძემ) .  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, როგორც „საერთაშორისო დისპორის ჩართულობის ალიანსის“ (IdEA) რეგიონული პარტნიორი, დიასპორულ კვირეულს მართავს. დიასპორული კვირეულის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული დიასპორის მონაწილებას სამშობლოში მიმდინარე პროცესებში, დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. 13 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში“ დიასპორული კვირეული, „დიასპორული ეკონომიკური რეგიონული ფორუმით“ გაიხსნა. ღონისძიებაზე მისულ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის წევრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, ასევე, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იან კელიმ. ფორუმი მიზნად ისახავს, პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, ახალი დიასპორული ინტელექტლუალური და ფინანსური სერვისების პროგრამების პრეზენტაციას. ასევე, დიასპორული საინვესტიტიო პროექტების გაზიარებას უცხოეთში არსებული დისპორული ბიზნეს საბჭოებისა და სამრეწველო პალატების მიერ, ინოვაციური დიასპორული საინვესტიციო მექანიზმების განვითარების გაძლიერებას რეგიონში, დიასპორის აქტიურ მონაწილეობას სამშობლოში მიმდინარე პროცესებში, ადამიანთა გაერთიანებას საერთო მიზნებისა და საჭიროებების ირგვლივ.