“თანა“-ში სამკერვალი ოთახი გაიხსნა Print
Friday, 02 October 2015 07:33

სარეაბილიტაციო ცენტრ "თანაში" სამკერვალო ოთახი გაიხსნა, რომელიც შესაბამისი დანადგარებითაა აღჭურვილი. პროფესიონალი მკერავი, ცენტრის პედაგოგებსა და ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ცენტრის თავშესაფარში მყოფ მარტოხელა დედებს, 10-15 დღის განმავლობაში ხელსაქმეს შეასწავიან. პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ერთობლივად ახორციელებს. სარეაბილიტაციო ცენტრ  ''თანა''-ს 5 საკერავი მანქანა გადასცა ასოციაციის წევრმა კომპანია ბი თი ემ ტექსტილმა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრის სარემონტო აღდგენითი სამუშაოები და სრული აღჭურვა 2013 წელს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ინიციატივით და აჭარის ჯანდაცვის სამინისტიროს მიმართვის საფუძველზე "თიკას" თბილისის სააკორდინაციაო ოფისმა დაიწყო. ცენტრის შენობა აჭარის მთავრობამ საზოგადოება "თანას" 10-წლიანი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა. ცენტრში ხორციელდება ინკლუზიური განათლება და დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლება. ამჟამად ცენტრში 150 პირია.