საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ირანის ახალ კონსულს შეხვდა Print
Wednesday, 12 August 2015 06:29

2015  წლის 11 აგვისტოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი ირანის ახალ კონსულს ჰოსეინ მაშჰადის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის  ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში არსებულ სიახლეებზე. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ირანის კონსულს ასოციაციის და მისი წევრი კოპმპანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე განიხილეს  ირანიდან ინვესტიციების შემოტანის პერსპეტიბი. ასევე  რეგიონის ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად უახლოეს მომავალში  ირანელი ბიზნესმენების ჩამოყვანაც იგეგმება. შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ ერთმანეთს სამახსოვრო  საჩუქრები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანი და ნაყოფიერი  ურთიერთობა ირანის საკონსულოსა და ბიზნესმენებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.