საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი “ALETEX”-ის წარმომადგენელს შეხვდა Print
Friday, 07 August 2015 06:26

2015 წლის 6 აგვისტოს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი ასოციაციის ოფისში კომპანია ”ALETEX”–ის წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარის რეგიონის ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს, კერძოდ ტექსტილის სფეროს. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა  ”ALETEX”–ის წარმომადგენლებს,  მათთვის საინტერესო ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდა.  ”ALETEX”–ის წარმომადგენლობა დაინტერესებულია აჭარის რეგიონში ტექსტილის სფეროში განახორციოლოს ინვესტიცია. შეხვდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს, დაათვალიერეს ალტერნატიული ადგილები.როგორც შეხვედრის დროს გაირკვა ტექსტილის ქარხნის გახსნის  პირველ ეტაპზე კომპანია  ”ALETEX”–ი 350 მდე ადგილობრივი კადრის დასაქმებას გეგმავს. შეხვედრაზე საუბარი ასევე თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს შეეხო.