საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალურმა ასამბლეამ ბორდის ორი წევრი და ვიცე-პრეზიდენტი დაამტკიცა, ასევე სტიქიის შედეგად დაზარალებულებს თანამდგომა გამოუცხადა Print
Monday, 15 June 2015 14:47

2015 წლის 15 ივნისს, საერთაშორისო სავაჭრო პალატამ გენერალური ასამბლეა გამართა. არჩევნების შედეგად აირჩა  ბორდის ორი წევრი და ვიცე-პრეზიდენტი / ხაზინადარი.  გენერალურმა ასამბლეამ - ელჩი ბ-ნ ზურაბ კაჭკაჭიშვილი დაამტკიცა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის გენერალურ მდივნად. საერთაშორისო სავაჭრო პალატას ბორდის წევრობისთვის 2 ვაკანტური პოზიცია ჰქონდა გამოცხადებული, რომლისთვისაც 5 კანდიდატმა იყარა კენჭი. არჩევნების შედეგად შეირჩა: ქ-ნ ნონა მამულაშვილი - კომპანია ფილიპ მორისის კორპორატიულ საქმეთა მენეჯერი და ბ-ნ ოსმან ჩალიშქანი-მჟავანაძე - კომპანია ჯეონეთ ექსპოს დირექტორი და  ინვესტორთა საერთაშორისო   ასოციაციის გენერალური მდივანი.  გენერალურმა ასამბლეამ ასევე აირჩია საერთაშორისო სავაჭრო პალატის მეორე ვიცე-პრეზიდენტი/ხაზინადარი, ბ-ნ ნიკოლოზ მჭედლიშვილი, რომელიც  პეტროკას ენერჯის ვიცე-პრეზიდენტია.  გენერალურმა ასამბლეამ განიხილა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა და გადაწყვეტია, საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრებს შორის შეგროვდეს თანხა დაზარალებული ოჯახებისთვის, ასევე კატასტროფის შედეგად დაზიანებული ოჯახის წევრებისთის მოიძებნოს მათი დასაქმების საშუალება.  „ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო სავაჭრო პალატის ახლადარჩეულ ბორდის წევრებს, ქ-ნ ნონა მამულაშვილს და ბ-ნ ოსმან მჟავანაძეს, რომლებიც დიდ წვლილ შეიტანენ პალატის შემდგომ განვითარებაში. მსურს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრებს, რომლებაც გამოხატეს კეთილი ნება, დახმარება გაუწიონ სტიქიის შედეგად დაზარალებულებს“-განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ.  საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი ბიზნესორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნესორგანიზაციასა და 12,000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადისგლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიობანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში,  საერთაშორისო სავაჭროპალატა არისუმსხვილესი დაყველაზე გავლენიანი ბიზნესორგანიზაცია, რომელიცა ერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას.