საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება Print
Monday, 15 June 2015 06:35

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს სტიქიით გამოწვეული მიზეზით დაღუპულთა ოჯახებს, გამოხატავს თანაგრძნობას სტიქიით  დაზარალებულების და მათ მიმართ ვინც დაკარგა თავიანთი საცხოვრებელი ადგილი.  საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა  ასოციაცია და მისი წევრი კომპანიები ეხმარებიან სტიქიით დაზარალებულებს, და დახმარების სახით თბილისში აგზავნიან სურსათით, მაისურებით, თეთრეულით  და პირველადი ჰიგიენის საშუალებით დაფასოებულ  200 ცალ ყუთს. ასოციაცია აქტიურად ახორციელებს საქველმოქმედო ღონისძიებებს, მათთვის ვისაც ძალიან სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა.