პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ბათუმში “Bau International University Batumi” გაიხსნა Print
Thursday, 11 June 2015 11:52

2015წლის 10 ივნისს, ბათუმში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა. დაწესებულება თურქული ინვესტიციით ქართულმა  კომპანია შპს  Brothers-მა ააშენა.  „Bau International University Batumi” წარმოადგენს მსოფლიო ქსელის Bau Global-ის ნაწილს. Bau Global-ის  მიერ დაარსებული უნივერსიტეტები ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ქალაქებში, ისეთები როგორებიცაა ვაშინგტონი, ბერლინი, რომი, სტამბული, სინგაპური, ტორონტო და ჰონკკონგი. აღნშნულ ქსელი ახორციელებს ასევე პროფესიული სასწავლო პროგრამების შესაწავლას მსოფლიოს 80 მდე ქვეყანაში. Bau Global-ის ქსელის სტუდენტების საერთო რაოდენობა შეადგენს 30 000ს. „Bau International University Batumi” -ში ამჟამად ფუნქციონირებს სამედიცინო ფაკულტეტი. „ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ 2015 – 2016 სასწავლო წელს სამედიცინო სფეროში განათლების მისაღებად ღებულობს სტუდენტებს  როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უნივერსიტეტი მოქმედებს ფონდების მეშვეობით და სხვადასხვა სპეციალობაში წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდიებით წაახალისებს. პირველ წელს უნივერსიტეტი ღებულობს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებს, ხოლო შემდგომ წლებში  მიიღებს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე საქართველოს მოქალაქეებსაც.  საავადმყოფო კომპლექსის ბაზაზე განთავსებულია  „ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი“  რომლის საერთო ინვესტიცია შეადგენს 25 მილიონ დოლარს. უნივერსიტეტს შეუძლია მიიღოს 300 სტუდენტი. პირველ წელს მიღებულ იქნება 50 სტუდენტი. შემდგომი წლებში იგეგმება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება და დამატებით კიდევ გაიხსნება ფაკულტეტები სტომატოლოგიისა და ტურიზმის განხრით. (BAU International University, Batumi) სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პოლიტიკა, კონკურენტუნარიანი, მაღალი ზნეობრივი სტანდარტების, კვალიფიციური, მეცნიერული ხედვითა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცოდნით აღჭურვილი, ლიბერალური ღირებულებების მქონე კადრების მომზადება. მისიიდან გამომდინარე უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია: განახორციელოს და განავითაროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (ერთსაფეხურიანი, საბაკალავრო და სამაგისტრო); მოამზადოს მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან საერთაშორისო შრომის ბაზარზე; ხელი შეუწყოს სასწავლო უნივერსიტეტის ინტეგრაციას მსოფლიო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში; შეიმუშაოს და განახორციელოს საქართველოს და უცხოეთის უნივერსიტეტებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები და სამეცნიერო-კვლევითი პროექტები; უზრუნველყოს პროფესორ-მასწავლებლების აკადემიური თავისუფლება; შექმნას სტუდენტზე მორგებული საუნივერსიტეტო გარემო სწავლისა და სამეცნიერო მუშაობისათვის; სასწავლო  უნივერსიტეტის ძირითადი ამოცანებია: საგანმანათლებლო პროგრამების პერმანენტული დახვეწა და საგანმანათლებლო პროცესის ინოვაციური განვითარება; პოტენციური დამსაქმებელის ინტერესების გათვალისწინება; სტუდენტისათვის პროფესიონალად ჩამოყალიბების მაქსიმალური ხელშეწყობა; სამეცნიერო კვლევებისა და ახალი ცოდნის დანერგვის ხელშეწყობა; საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება; სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა; საერთაშორისო სამეცნიერო- კვლევითი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; პროფესორის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში Bau Global-ის ქსელში არსებულ უნივერსიტეტებში. უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ მისი კლინიკური ბაზა - ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, რომელიც მდებარეობს უნივერსიტეტის შენობაში, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ პრაქტიკული მეცადიონეობების გავლა. სამედიცინო ფაკულტეტი პირველ ეტაპზე გათვლილია 50 სტუდენტზე (6 კურსის განმავლობაში 350 სტუდენტის მიღებაა შესაძლებელი).უნივერსიტეტის ლაბორატორიები აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და მულიაჟებით, რაც მისცემს შესაძლებლობას სტუდენტებს შეიძინონ ხარისხიანი ცოდნა.