პრემიერ-მინისტრმა ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “ლეო გრანდი” გახსნა Print
Tuesday, 09 June 2015 10:03

ბათუმში ხუთვარსკვლავიან სასტუმრო ''ლეოგრანდი'' გაიხსნა. გახსნის ცერემონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, რეგიონის პირველი პირები დაესწრნენ. 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია, 180 ნომერი და მსოფლიო კლასის მომსახურება - მთავრობის მეთაურმა ბათუმელებს წარმატებული პროექტის განხორციელება მიულოცა და თურქ ინვესტორს საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა. პრემიერი ბათუმის მიმართ ინვესტორთა ინტერესის ზრდას მიესალმება. "ეს არის უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ჩვენ ბათუმში გავხსენით. წელს კიდევ რამდენიმე სასტუმრო გაიხსნება. დინამიკა ოპტიმისტურია, ტურისტების რაოდენობა იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრია განთავსებული. სასტუმროში 700 ადამიანი დასაქმდა.