შეხვედრა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში Print
Friday, 05 June 2015 13:17

2015 წლის 4 ივნისს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაცია ''ტურსაბის'' წევრ სააგენტოებს, თურქეთის კულტურის სამინისტროსა და ''თურქეთის ავიახაზების'' წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრის დროს მხარეებმა რეგიონის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრეს. დელეგაციის წევრები რეგიონში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით იმყოფებიან. სამომავლო თანამშრომლობის მიზნით სტუმრები უწყების ხელმძღვანელ პირებსაც შეხვდნენ.აღსანიშნავია, რომ შემოსული ტურისტების რაოდენობით, თურქეთი ბოლო წლებია ლიდერ პოზიციაზეა არამარტო რეგიონის, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. ივნისის თვეში ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით თურქეთიდან კიდევ ორი მედია ტურია დაგეგმილი