სოციალურად დაუცველ ოჯახებს ინვესტორთა ასოციაციამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა Print
Friday, 05 June 2015 13:14

2015  წლის 1ივნისს  მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ,  75 სოციალურად დაუცველ ოჯახს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა და მოზარდებს მაკდონალდსში სადილით გაუმასპინძლდა. 75 ბავშვისთვის მოეწყო გასართობი ღონისძიება McDonald’s. აქციის ფარგლებში ბავშვებმა ისადილეს და მათ სამახსოვრო სათამაშოები გადაეცათ. ინვესტორთა ასოციაცია მუშაობს არა მარტო ინვესტიციების მოზიდვისათვის, არამედ აქტიურად ახორციელებს საქველმოქმედო ღონისძიებებს, მათთვის ვისაც ძალიან ჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა. ცნობისათვის: ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.