შეხვედრა თურქ ბიზნესმენებთან საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში Print
Friday, 05 June 2015 06:22

მიმდინარე წლის 22 მაისს ფოთის თავისუფალმა ზონამ მონაწილეობა მიიღო ქ. ბათუმში საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მხარდაჭერით ორგანიზებულ შეხვედრაში ტექსტილისა და კვების მრეწველობის სფეროში მოღვაწე თურქულ კომპანიებთან. თურქეთიდან 15 სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ ფოთის თავისუფალი ზონის წარმომადგენელს და გაეცნენ ზონაში არსებულ მუშაობის პირობებს, პრეფერენციებს, არსებულ ინფრასტრუქტურას და პერსპექტივებს. შეხვედრას საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ესწრებოდა რომელმაც თურქ ბიზნესმენებს აჭარის რეგიონში მიმდინარე და არსებული პროექტები გააცნო როგორც ბიზნესის ასევე ტექსტილის სფეროს კუთხით. შეხვედრის ბოლოს რამდენიმე დაინტერესებულმა კომპანიამ ფოთის თავისუფალი ზონის ტერიტორიის დათვალიერებისა და მიმდინარე პროექტების ადგილზე გაცნობის სურვილი გამოთქვა. ფოთის თიზ–ი განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა ტექსტილის მწარმოებელთათვის, ვინაიდან ფოთში ფაქტიურად მოხსნილია კვალიფიციური კადრების მოზიდვა გადამზადების პრობლემა,პროფესიული სკოლა / კოლეჯი სხვა მრავალ დარგთან ერთად ამ დარგის სპეციალისტებსაც ამზადებს. სწავლება უფასოა და ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ. კოლეჯის კურს დამთავრებულებზე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ კოლეჯი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, მათ შორის, საკერავი მანქანებით.  შეთანხმდა რომ დაინტერესებული კომპანიები დეტალებში გათვლიან თავიანთ პოტენციურ პროექტებს ფოთის თიზ–ში და შემდგომში მოხდება კოორდინირებათიზ–თან მათგან ვითარებასთან დაკავშირებით.  ფოთის თავისუფალი ზონა, რომელიც 2011 წლიდან ფუნქციონირებს, აქტიურად განაგრძობს განვითარებას  და მუშაობას სხვადასხვა მიზნობრივი ქვეყნებიდან სამრეწველო თუ სავაჭრო მიმართულებით კომპანიების მოსაზიდად. ფოთის თავისუფალი ზონა წარმოადგენს რეგიონალურ ჰაბს,რომელიც მიმზიდველია როგორც მსუბუქი მრეწველობისთვის, ისე რეგიონული ვაჭრობისთვის და მძიმე მრეწველობის საწარმოებისათვის.