სარეაბილიტაციო ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის Print
Monday, 01 June 2015 11:57

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი ''თანა'' ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება მახინჯაურში გაიმართა. შეხვედრას აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოს საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, თურქეთის რეპუბლიკის ელჩი, თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში და თურქეთის თანაშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი დაესწრნენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრის სარემონტო აღდგენითი სამუშაოები და სრული აღჭურვა 2013 წელს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ინიციატივით და აჭარის ჯანდაცვის სამინისტიროს მიმართვის საფუძველზე "თიკას" თბილისის სააკორდინაციაო ოფისმა დაიწყო. ცენტრის შენობა აჭარის მთავრობამ საზოგადოება "თანას" 10-წლიანი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა. ცენტრში ხორციელდება ინკლუზიური განათლება და დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლება. ამჟამად ცენტრში 150 პირია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ  ''თანა''-ს 5 საკერავი მანქანა გადასცა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრმა კომპანია ბი თი ემ ტექსტილმა, სადაც 1 თვის განმავლობას ბი თი ემ ტექსტილიდან  1 მასწავლებელი ყოველდღიურად შეასწავლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჭირო უნარ-ჩვევების კერვაში.