ბიზნესმენების დაჯილდოება Print
Saturday, 02 May 2015 11:40

სასტუმრო შერატონის საკონფერენციო დარბაზშიბათუმში  წლის წარმატებული ბიზნესმენები დააჯილდოვეს. გამარჯვებულები 8 ნომინაციაში გამოვლინდნენ.  სტუმრებს მიესალმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და დააჯილდოვა ფირმები, რომლებმაც 2014 წლის წარმატებული საინვესტიციო პროექტები განახორციელეს. ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ წარმატებული საწარმოები, სხვადასხვა დარგის ბიზნესმენები, ტურიზმისა და სასტუმრო საქმიანობაში წარმატებული ადამიანები, ექსპორტიორები და ინვესტორები, ბიზნეს გაერთიანებები და სატრანსპორტო კომპანიები. ასევე, დაჯილდოვებაზე გამოვლინდნენ წარმატებული ქალი ბიზნესმენები. აღნიშნულ ცერემონიაზე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და ინვესტორთა ასოციაციის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე შვიდი წევრი კომპანია დაჯილდოვდა აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ. ეს წევრი კომპანიებია: “აჭარა ტექსტილი”, „ბი თი ემ ტექსტილი“,  “ბათუმი ტექსტილი”, შპს. ”ბრაზერს”, “ჯი აი ემ ჯი”, “აჭარა ენერჯი”, “ლეო გრანდი და  სისტემ ინშაათი (პორატა თაუერი) ”. "ეს ის ბიზნესმენებია, რომლებიც აჭარაში მოღვაწეობენ და დასაქმებასა და ბიუჯეტის ზრდას უწყობენ ხელს. დაჯილდოება კი არის მოტივაცია, რომ ბიზნესმა საქმე აკეთოს. მას ვისაც დამსახურება აქვს უნდა გადავცეთ პრიზები და დავაჯილდოვოთ.ვფიქრობ, რომ აღნიშნული დაჯილდოება მისასალმებელი ფაქტია და ბიზნესმენების მხრიდანაც არის შესაბამისი რეაქცია. ამას ტრადიციული ხასიათი უნდა მიეცეს და გაჯანსაღდეს სახელმწიფოს დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში გვაქვს მატება. ბოლო 2 წლის განმავლობაში 45 მილიონით გაიზარდა შემოსავლები. ეს გულისხმობს, რომ ბიზნესი ვითარდება, დასაქმება იზრდება და ამაში ბიზნესმენთა წვლილი ძალიან დიდია." - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.