SGS Group აჭარაში... Print
Wednesday, 07 April 2010 13:51

ამა წლის 1 აპრილს გაიმართა შეხვედრა სამშენებლო ფირმებისა და SGS ჯგუფის (მსოფლიოს წამყვანი კომპანია შემოწმების, ტესტირებისა და სერტიფიცირების დარგში) წარმომდგენლებს შორის საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჯემალ ბილგინგულლუოგლუ და გენერალური მდივანი თამაზ შავაძე. დღესდღეობით SGS ჯგუფს დაფუძნებული აქვს მთვარი ოფისი ჟენევაში, ხოლო ფილიალები მთელ მსოფლიოში. სტამბულში არსებული ფილიალიადან აწარმოებს მომსახურებას სომხეთში, აზერბაიჯანში და უახლოეს მომავალში გეგმავს მომსახურების დანერგვას საქართველოში, კერძოდ ბათუმში. SGS ჯგუფი მომავალ პარტნიორებს სთავაზობს მომსახურების მთლიან პაკეტს, რომელშიც შედის ხარისხის, დროისა და ხარჯების ოპტიმიზაცია, სამუშაოების ეფექტური დაგეგმარება, რესურსების მენეჯმენტი, ტენდერის მენეჯმენტი, კონტრაქტის მენეჯმენტი და ა.შ. SGS ჯგუფი დასრულებული შენობებისათვის გასცემს საერთაშორისო სერთიფიკატს, რომლის მეშვეობითაც ადვილდება კრედიტის მიღება საერთაშორისო ბანკებიდან. შეხვედრის მონაწილეთათვის გაიმართა SGS ჯგუფის პრეზენტაცია, რის დასრულების შემდეგ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.