თურქი ბიზნესმენები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ Print
Friday, 31 October 2014 08:46

2014 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისსში გაიმართა შეხვედრა, შეხვედრაზე ძირითადად საუბარი შეეხო ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობას, სამშენებლო და ტურისტული ბიზნესის განვითარებას  - თურქეთის ქალაქ გაზიანტეპის ბიზნესმენთა ასოციაციის წევრები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. რეგიონის შესახებ ინფორმაცია დელეგაციის წევრებს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ოსმან ჩალიშქანმა  მიაწოდა.  ინვესტორები აჭარაში ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობით არიან დაინტერესებული.