საქველმოქმედო აქცია - "საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია" 10-წევრიან ოჯახს დაეხმარა Print
Tuesday, 28 October 2014 08:43

2014 წლის 28 ოქტომბერს მორიგი საქველმოქმედო აქცია სოფელ კვირიკეში გაიმართა. 10-წევრიან ოჯახს "საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია" სურსათით დაეხმარა. ივანაძეების მრავალშვილიან ოჯახს პროდუქტი საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ოსმან მჟავანაძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მიუტანეს. სოციალურად დაუცველი ოჯახები ჯანდაცვის სამინისტრომ შეარჩია. საქველმოქმედო აქციაში პირველ ეტაპზე 14 ოჯახი ჩაერთვება.