ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის ახალი გენერალური კონსულის ვიზიტი საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში Print
Friday, 19 September 2014 10:26

2014 წლის 18 სექტემბერს,საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას თურქეთის რესპუბლიკის ახალი გენერალური კონსული ბათუმში ბატონი იასინ თემიზქანი ეწვია.ბათუმში თურქეთის ახლად დანიშნული გენერალური კონსული მუშაობას რამდენიმე დღის წინ შეუდგა. იასინ თემიზქანმა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ბატონ ჯემალ ბილგინგულლუოღლუსთან და გენერალურ მდივანთან ბატონ ოსმან ჩალიშქანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები: შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის ორ ქვეყანს შორის თანამშრომლობის გარღმავება ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში. შეხვედრის დასასრულს ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ და ენგინ არიქანმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანი და ნაყოფიერი  ურთიერთობა თურქეთის რესპუბლიკის ბათუმის საკონსულოსა და ბიზნესმენებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.