თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის ბატონი ენგინ არიქანის ვიზიტი საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში Print
Sunday, 31 August 2014 17:33

2014 წლის 29 აგვისტოს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში ბატონი ენგინ არიქანი ეწვია. ენგინ არიქანმა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ბატონ ჯემალ ბილგინგულლუოღლუსთან და გენერალურ მდივანთან ბატონ ოსმან ჩალიშქანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები:  დიპლომატმა ასოციაციის წარმომადგენლებს  საკუთარი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მოახლოების შესახებ აცნობა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ენგინ არიქანი დიპლომატიურ მოღვაწეობას ბათუმში ოფიციალურად 31 აგვისტოს დაასრულებს და მუშაობის გაგრძელებას ანკარაში, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გეგმავს. ცნობილია, რომ მას თურქი დიპლომატი იასინ თემისქანი ჩაანაცვლებს. ახალი გენერალური კონსული მოვალეობის შესრულებას 15 სექტემბრიდან შეუდგება. შეხვედრის დასასრულს ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ და ენგინ არიქანმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიან ურთიერთობას მომავალშიც განაგრძობენ.