საქველმოქმედო ვახშამი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად Print
Tuesday, 05 August 2014 07:26

2014 წლის 4 აგვისტოს ლეიკემიით და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა. საღამოდან შემოსული თანხა დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება და დაავადებული მოზარდების მკურნალობასა და რეაბილიტაციას მოხმარდება. ვახშამზე სტუმრებს შორის იყო ცნობილი თურქი მსახიობი მურატ ილდირიმიც, რომელიც დიტო ცინცაძის ფონდის მოწვევით საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა.მსახიობი სოციალური კლიპის გადაღებებში ჩაერთვება, რომელსაც რეჟისორი გიორგი ოვაშვილი იღებს.საქველმოქმედო ვახშამს ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.