თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში Print
Saturday, 19 April 2014 14:47

2014 წლის 18 აპრილს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზექი  ლევენთ გუმრუქჩუ ეწვია.  გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში  გაიმართა.  მხარეებმა საქართველო-თურქეთის ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.  ზექი ლევენთ გუმრუქჩუ საქართველოში თურქეთის ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის შემდეგი წევრი კომპანიების წარმომადგენლები:  AJARA TEXTILE, BTM TEXTILE, ICON GROUP, NUROL GEORGIA, BAUER GEORGIA, TAV, MERSIN TOURISM, BATTUN, AJARA ENERJI-2007, SISTEM INSHAAT, IS BANK, MSHVIDOBA,  BROTHERS, TAM GEO, TURKISH AIRLINES