ბათუმში ICC საქართველო–ს ახალი ოფისი გაიხსნა Print
Tuesday, 04 March 2014 07:50

ბათუში ICC საქართველო–ს ახალი  ოფისი გაიხსნა რაც განპირობებული იყო აჭარაში ბიზნესის მაღალი მოთხოვნით. ახალი ოფისი ICC საქართველო–ს მომსახურების პრიდაპირ წვდომას სთავაზობს აჭარაში მოქმედ ბიზნესის წარმომადგენლებს. გახსნის ცერემონია მიმდინარე წლის 28 თებერვალს გაიმართა, რომელზეც  ICC –ს შესახებ პრეზენტაციას, ICC საქართველო–ს  თვმჯდომარე, ფადი ასლი წარუძღვა.  გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართა სოციალური ღონისძიება. ახალი ოფისი  საერთშორისო ინვესტორთა ასოციაციის ქოლგის ქვეშ გაიხსნა. ოსმან ჩალიშქანი–მჟავანაძე, რომელიც ამჟამად საქართველოს საერთაშორისო სავჭრო პალატის სამეთველყურეო საბჭოს წევრია,  ICC აჭარი–ს ოფისის წარმომადგენლობის დირექტორად დაინიშნა. ”მოხარული ვარ, რომ ისეთმა გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნესგაერთიანებამ, როგორიც არის ICC აჭარაში რეგიონალური წარმომადგენლობა ჩვენი ასოციაციის ქოლგის ქვეშ გახსნა. ეს ნიშნავს, იმას რომ ერთობლივი ძალებით ბიზნესის სხვადსხვა სეგმენტში, რეგიონში უფრო მეტ უცხოურ კაპიტალს მოვიზიდავთ.“ - განაცხადა საერთაშორიოს ინვესტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა  ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ. „ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული ბიზნესის სასარგებლოდ, არა მხოლოდ აჭარისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მსოფლიოს ინვესტორებისთვის, აჭარას  ძალიან მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა აქვს. ICC საქართველო–ს წარმომადგენლობის აჭარაში დაფუძნება დაეხმარება უცხოელ ბიზმესმენებს ქართული ბიზნეს ცხოვრების ინტეგრირებაში“ განაცხადა საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლიმ.