„იმედის გმირი“- ს სტუმრობა Print
Friday, 21 February 2014 14:03

2014 წლის 20 თებერვალს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას სტუმრად ეწვია სატელევიზიო გადაცემის „იმედის გმირები“-ს მონაწილე თამაზ მჟავანაძე. სტუმარი გენერალურმა მდივანმა ბატონმა ოსმან ჩალიშქანმა მიიღო. შეხვედრის განმავლობაში საუბარი მიმდინარეობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემატიკაზე და მათი მოგვარების გზებზე. ასევე ბატონი ოსმანის ინიციატივით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება ასოციაციასა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისთვის“ ორგანიზაციასთან. პერიოდულად მოხდება მათი მხარდაჭერა პროექტებისა თუ სხვა ინიციატივების განხორციელებისთვის.