საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის საქველმოქმედო აქცია Print
Thursday, 16 January 2014 14:11

2014 წლის 13 იანვარს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა. ასოციაციის გენერალური მდივნის ინიციატივით დახმარება ქობულეთიში სოციალურად დაუცველ სურმანიძეების ოჯახს გაეწია.  გამოხმაურება აჭარის ტელევიზიით გასულ სიუჟეტს მოჰყვა, სადაც ბავშვები საახალწლო სურვილებზე საუბრობდნენ. ოჯახში 5 მცირეწლოვანი ბაშვი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობს. ბატონმა ოსმან ჩალიშქანმა ოჯახისთვის საჭირო პროდუქტი შეიძინა და თავად ესტუმრა ადგილზე სიტუაციის შესასწავლად.  გარდა ამისა ბავშვებს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და  სათამაშოები გადაეცათ. ოჯახის დიასახლისი საყოფაცხოვრებო ინვენტარით დასაჩუქრდა. პატარების გამხიარულებას „მაკდონალდსში“ სადილითა და შოუპროგრამით  შეეცადნენ.  ასოციაციას აქციის განხორციელებაში სამკერვალო ფაბრიკა „BTM“ დაეხმარა. ასოციაცია  სურმანიძეების ოჯახზე დახმარებას საჭიროებისამებრ მომავალშიც  გააგრძელებს.

https://www.youtube.com/watch?v=_cTKBDqM79k