ახალი ინვეტსიცია ტექსტილში... Print
Thursday, 16 May 2013 11:32

2013წლის 16 მაისს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას “Shirt by Shirt” წარმომადგენლები ეწვივნენ.  ინვესტორები სსია–ს გენერალურმა მდივანმა ბატონმა ოსმან ჩალიშქანმა მიიღო. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, სადაც ცნობილი გახდა ახალი 1.500.000 აშშ დოლარის ინვესტიციის შესახებ.  ზემო აღნიშნული პროექტი ტექსტილის სფეროს მიეკუთვნება და სავარაუდოდ ქუთაისში  იგეგმება.  დამზადდება მამაკაცის პერანგები, შემდეგი საფირმო ნიშნებით: „Zara“, “H &M”, “Next” და “Max Spenser”.  ფაბრიკაში  800 ადმიანი დასაქმდება.  ტექსტილის ფაბრიკის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. „Shirt by Shirt”  წარმომადგენლები იურიდიული საკითხებით დაინტერესდნენ, რაზეც ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.