დიარბაქირის განვითარების სააგენტოს ბიზნეს ჯგუფის ვიზიტი ინვესტორთა ასოციაციაში... Print
Tuesday, 14 May 2013 14:21

დღეს საქართველოს ინვესტორთა ასოციაციას თურქეთის ქალაქ დიარბაქირის განვითარების სააგენტოს15 კაციანი დელეგაცია ეწვია. სტუმრები სსია–ს  გენერალურმა მდივანმა ბატონმა  ოსმან ჩალიშქანმა  მიიღო. ბიზნესმენებმა დაინტერესება გამოხატეს სამშენებლო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობისა და ტურიზმის სფეროებისადმი. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას  აჭარის ა.რ. მთავრობის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ბატონი ჯემალ ბერიძე და აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ბატონი ტარიელ ლებანიძე ესწრებოდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მათ  სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე  ისაუბრეს.