ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი ასოციაციას ესტუმრა... Print
Wednesday, 13 February 2013 14:26

2013 წლის 5 თებერვალს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ამერიკის საელჩოს მრჩეველი ეკონომიკის დარგში ჩარლზ ვეტერი ესტუმრა. სტუმარი ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ბატონმა ოსმან ჩალიშქანმა მიიღო.  შეხვედრის მიზანი გაცნობითი ხასიათის იყო. საელჩოს წარმომადგენლები ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არსებული სიტუაციით დაინტერესდნენ.  ბატონმა ოსმანმა ასოციაციის, ინვესტორების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო შრომითი კოდექსის კანონპროექტს. ასოციაცია მომავალში საელჩოსთან აქტიურად ითანამშრომლებს.