სამუშაო შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში... Print
Thursday, 17 January 2013 14:10

2013 წლის 16 იანვარს, ბათუმში ჩატარდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრა აჭარის მეწარმეებთან შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელსაც საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და ბიზნეს წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე განიხილეს მუხლები საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე. დამსწრე საზოგადოება მიიჩნევს, რომ პარლამენტის კომიტეტების მიერ მომზადებული კანონპროექტი არ არის დახვეწილი. აუცილებელია ერთობლივად მუშაობა ყველა სადავო საკითხზე, რათა ცვლილებები ორივე მხარისთვის იყოს მისაღები. დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, კანონპროექტი სრულყოფას საჭიროებს და თავიანთ შენიშვნებს წერილობით პარლამენტს 1 კვირაში გადაუგზავნიან.