ბიზნესმენებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა გაიმართა... Print
Monday, 15 October 2012 14:25

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ძირითადად, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ყველა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. საუბარი იმპროგრამასა და ინიციატივებს შეეხო, რომელიც მთავრობის ახალშემადგენლობას ეკონომიკის მიმართულებით ექნება. ბიზნესმენებმა ივანიშვილისგან დაპირებაც მიიღეს, რომ ხელისუფლება მათ საქმიანობაში კანონგარეშე არ ჩაერევა. ბიძინა ივანიშვილმა ასევე გააფრთხილა ბიზნესმენები, რომ შეამცირონ ფასები, რომლებიც ხელოვნურადაა გაზრდილი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შეკრებილ ბიზნესმენებს ძირითადად აინტერესებდათ, როგორი იქნება მომავალში მთავრობის პოლიტიკა, შემცირდება თუ არა საბანკო განაკვეთები. ივანიშვილმა ისაუბრა თუ ეკონომიკურად და სამართლებრივად რა უნდა განახორციელოს სახელმწიფომ, რომ რეალური საინვესტიციო გარემო შეიქმნას საქართველოში და ბიზნესი განვითარდეს, რამეთუ ესარის საფუძველი ეკონომიკის აღორძინებისა და ბრძოლისა იმ დიდი უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც უმუშევრობა ჰქვია. ბიზნესმენებთან შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.