ბათუმში „იშ ბანკის“ ფილიალი გაიხსნა Print
Tuesday, 14 August 2012 09:03

საქართველოს საფინანსო ბაზარზე თურქული უმსხვილესი ბანკის „იშ ბანკის“ ფილიალი გაიხსნა. სამომავლოდ „იშ ბანკი“ გაფართოებას აპირებს და საქართველოს დიდ ქალაქებშიც ამოქმედდება. ყოველი ახალი ობიექტის გახსნა რეგიონში ახალი ინვესტიციების შემოდინებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს. ასევე, კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს. ამჟამად ბანკს 10 სხვადასხვა ქვეყანაში აქვს ფილიალები.