სააკაშვილმა აჭარაში ახალი სათბური და რესტორანი გახსნა Print
Friday, 12 February 2010 07:05

ხელვაჩაურში სალიბაურის სასათბურე მეურნეობაში ახალი სათბური გაიხსნა. ახალი შენობა 3 ნახევარ ჰექტარზეა გაშენებული. აქ პომიდვრის ნერგები სპეციალურ ნიადაგში გამოჰყავთ. თითოეული ნერგი 12 მეტრ სიმაღლეს აღწევს და ერთ ნერგს 30 კილოგრამი ნაყოფის მოცემა შეუძლია. პომიდვრის პირველ მოსავალს მარტის ბოლოს ელოდებიან.

სასათბურე მეურნეობაში თურქული ინვესტიციები ჩაიდო. დასაქმებულია ასამდე ადგილობრივი. ახალი სათბური პრეზიდენტმა გახნსა. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში სტამბოლის ყველაზე დიდი რესტორნის ფილიალი გახსნა. დღეიდან მოქალაქეებს 25 სახეობის ქაბაბის დაგემოვნება შეუძლიათ. მათ შორის საფირმო კერძის 2 მეტრიანი ქაბაბისა, რომლითაც პრეზიდენტი დღეს ჟურნალისტებს გაუმასპინძლდა.

ახალი რესტორანი ბათუმში ხიმშიაშვილის ახალ პროსპექტზე გაიხსნა. პროსპექტის პრეზენტაცია დღეს შედგა. პროსპექტი ფრანგული შადრევნის სანაპიროს ქალაქის სიღრმესთან დააკავშირებს. პრეზიდენტმა ინვესტორებს ინიციატივით მიმართა. მას, ვინც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საცხოვრებელ ბინებს ბათუმში შეღავათიან ფასად შეთავაზებს, მიწის ნაკვეთები უფასოდ გადაეცემა.