შეხვედრა სსიას ოფისში Print
Wednesday, 30 November 2011 09:50

2011 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას სასტუმრო “Korston”-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ანატოლი კუზნეცოვი,  საფეიქრო მრეწველობისა და ვაჭრობის კომპანია “ATK”-ს თავმჯდომარე მურად თურქმენი, ტექსტილის კომპანია “M.A.S”-ის წარმომადგენელი ულქუ ალქოჯლარი ეწვივნენ. სტუმრებს ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი გაუმასპინძლდა. შეხვედრაზე წარმომადგენლება ასოციაციის საქმიანობაზე, საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს. სამომავლოდ დაიგეგმა ორი 5* სასტუმროს აშენება ბათუმში.