USAID- ის წარმომადგენლების ვიზიტი სსიას ოფისში Print
Friday, 18 November 2011 13:15

2011 წლის 18 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ბატონ ოსმან ჩალიშქანმა USAID-ის  წარმომადგენლებს გაუმასპინძლდა. შეხვედრის მიზანს  ერთობლივი პროექტების განხორციელება წარმოადგენდა. პროექტის ”მუშახელის მომზადების” ფარგლებში თბილისის, ოზურგეთის, ქუთაისისა და ბათუმის პროფესიული გადამზადების მრავალპროფილიანი სახელმწიფო კოლეჯები აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად. EPI Pგეგმავს 3 ახალი სასწავლო პროგრამის შემუშავებას და დანერგვას პროფესიულ სასწავლებლებში.  ახლადშემუშავებულ პროგრამებში გათვალისწინებული იქნება სამკერვალო ბიზნესის საჭიროებები და კოლეჯებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაატარონ როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი ტრენინგები ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად. ამ პროგრამის ფარგლებში EPI ითანამშრომლებს  საერთაშორისო კომპანია (TC 2)თან, რომელსაც სამკერვალო ინდუსტრიასთან თანამშრომლობის უდიდესი გამოცდილება აქვს. ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელებზე გაიცემა სერთიფიკატები.