2011წლის არჩევნები საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში Print
Thursday, 17 November 2011 07:48

მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში წევრი კომპანიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დღის წესრიგში მმართველობითი და სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები იყო. სხდომა მმართველობითი საბჭოს ერთ-ერთმა კანდიდატმა და ყოფილმა თავმჯდომარემ ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ გახსნა. რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას არჩევნებისთვის მომზადებული პრეზენტაცია წარედგინა. დასახელებული კანდიდატები ხმების უმრავლესობით გავიდნენ.