საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ეხმარება Print
Tuesday, 15 November 2011 08:14

 

მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და ბათუმის მერია საქართველოს მზრუნველობამოკლებულ სააგენტოს ბათუმის ბავშვთა სახლისა და ჩვილბავშვთა სახლის ფილიალებს ეწვია. აქციის ფარგლებში ბავშვებმა ასოციაციისგან 30 ათასი ლარის საჩუქარი მიიღეს. ასოციაციის წევრებმა 84 მოზარდს საყოფაცხოვრებო ინვენტარი, ზამთრის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მიუტანეს. როგორც ასოციაციის წევრები აცხადებენ, ორგანიზაცია მზად არის სამომავლოდაც გააგრძელოს საქველომოქმედო აქციები დასაზოგადოების სოციალურად დაუცველ ფენას დახმარება გაუწიოს.