USAID-ის წარმომადგენლების მორიგი ვიზიტი სსია-ს ოფისში Print
Tuesday, 01 November 2011 13:56

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს სსია-ს ოფისს მორიგი სამუშაო ვიზიტით  USAID-ის წარმომადგენლები ეწვივნენ  „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ პროექტის ფარგლებში. შეხვედრას ასოციაციის გენერალური მდივანი ბატონი ოსმან ჩალიშკანი მასპინძლობდა. ინვესტიციების მართვის სამსახურის მენეჯერმა ლუკას კალრიდერიმ სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და მისი განხორციელების გზებზე ისაუბრა. ამ მიზნით თბილისში 3 ნოემბერს „სასათბურე მეურნეობის მეორე ფორუმი“ გაიმართება.