სსია გაწევრიანდა საერთაშორისო სავაჭრო პალატაში Print
Tuesday, 01 November 2011 13:52

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია გაწევრიანდა საერთაშორისო სავაჭრო პალატაში (ICC). ორგანიზაცია გახდა ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. გაწევრიანების შედეგად  სსია საქმიანი ურთიერთობების ქსელს გაზრდის ICC საქართველოს ასზე მეტ სხვა გავლენიან წევრ კომპანიებთან,  ურთიერთობას ჩამოაყალიბებს სახელმწიფო ორგანოებთან, პოლიტიკოსებთან. საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციისთვის ხელმისაწვდომი იქნება პარლამენტში განხილული ყველა კანონპროექტი და  მათი ზეგავლენის მონიტორინგი  ბიზნესზე, განახორციელებს მნიშვნელოვან საქმიანობას თავისივე ინტერესების დაცვით, გამართავს სემინარებს, განათავსებს წევრ კომპანიების რეკლამებსა და სტატიებს ICC-ის კვარტალურ საინფორმაციო ბიულეტენში, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სსია გახდება ძლიერი ორგანიზაციის ნაწილი და შესაბამისად იქნება დაცული.