თურქეთის ქალაქ ურფას სავაჭრო და სამრეწველო პალატის დელეგაცია სია-ში Print
Thursday, 15 September 2011 14:48

მიმდინარე წლის 15სექტემბერს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ეწვია თურქეთის ქალაქ ურფას სავაჭრო და სამრეწველო პალატის დელეგაცია. სტუმრებს შეხვდა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ჯეზმი აქშაჰინი და ასოციაციის გენერალური მდივანი ბატონი ოსმან ჩალიშქან. ურფას სავაჭრო და სამრეწველო პალატის წევრ ბიზნესმენთა დაინტერესების სფეროებია:სასათბურე მეურნეობა, სარწყავი სისტემების, საკვები პროდუქტების, მოსავლის ასაღები მოწყობილობების, ხორბლის, ვეტერინარული ვაქცინებისდა ბიოლოგიური ნივთიერებების, სამკურნალო პროდუქციისა და  ფაიფურის წარმოება. ასოციაციაში შეხვედრის შემდგომ ურფას სავაჭრო პალატის წარმომადგენლები შეხვდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს ქალბატონ დონარა სურმანიძეს, ასევე მოინახულეს კომპანია Icon Group-ის სასათბურე მეურნეობა.