მცირე ჰესის პრეზენტაცია Print
Tuesday, 13 September 2011 10:46

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს 11 საათზე ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვაში,მდინარე ლეხვას მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა მცირე ჰესის ექსპლატაციაში გაშვება.ამ ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია Ajara Textile და მასში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა, „აჭარა ტექსტილის“ პარტნიორმა ბიზნესმენებმა მალაიზიიდან და სინგაპურიდან და კერძო სექტორის ხელმძღვანელმა პირებმა. გასულ წელს კომპანია Ajara Textile-მა შეიძინა ობიექტი და მოხდა მისი რეკონსტრუქცია. კომპანიამ დენის წყაროს მისაღებად ობიექტზე დაამონტაჟა ახალი გენერატორი და ეს თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ჰესმა 100 კილოვატი ელექტროენერგია გამოიმუშავოს საათში. დასაქმებულია 4 ადამიანი. მსოფლიოში დაახლოებით 150 პუმას ფაბრიკაა, აქედან მხოლოდ კომპანია „აჭარა ტექსტილს“ აქვს საკუთარი ჰიდრო ელექტრო სადგური. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა კომპანია Ajara Textile-ს მესაკუთრე,თურქი ინვესტორი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ. მისი განცხადებით, ”საქართველოში ენერეგეტიკის სექტორი სტაბილურად და წარმატებით ვითარდება და ამ სექტორში დიდი პოტენციალი არსებობს, თქვენი ქვეყანა მდიდარია მცრე და დიდი ზომის მდინარეებით და ამდენად ჰიდრო რესურსების გამოყენება და მცირე ჰესების მშენებლობა საქართველოს ეკონომიკას და კერძო სექტორს მნიშვნელოვან მოგებას მოუტანს. მდინარე ლეხვაზე ჰესის ექსპლუტაციაში გაშვება ნიშნავს, რომ აჭარის რეგიონში, კერძოდ ქობულეთში სამრეწველო საწარმოები და ადგილობრივი მოსახლეობა დამატებით 100 კილოვატ ენერგიას მიიღებს საათში და მათი ენერგოუსფრთხოება უზრუნვეყოფილი იქნება.”