ავსტრიული კომპანია „მალოჯერის“ პრეზენტაცია სსია-ში Print
Thursday, 08 September 2011 12:01

მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, 11 საათზე, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში ავსტრიულმა კომპანიამ „მალოჯერმა“ გამართა პრეზენტაცია თავისი საქმიანობის შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და უცხოური კომპანიების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და პროფილური სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები. კომპანია მალოჯერის ინტერესთა სფეროს საავადმყოფოების, ჰიდროელექტროსადგურების, ტურისტული ბაზების და ელიტური საცხოვრებელი სახლების დაპროექტება-მშენებლობა წარმოადგენს. „მალოჯერი” აპირებს მიიღოს მონაწილეობა ბორჯომის დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობაში, ასევე სამომავლოდ გეგმავს მონაწილეობა მიიღოს აჭარის რეგიონის სამშებებლო პროექტებში.