საქართველო-აზერბაიჯანს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა ერთ წელში მნიშვნელოვნდ გაიზარდა Print
Monday, 29 August 2011 13:09

საქართველო-აზერბაიჯანის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2011 წლის იანვარ-ივლისში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთა  შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტემპმა 37%-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის მოცულობამ ამ პერიოდში 525,395 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (2010 წლის იანვარ-ივლისში 383,69 მლნ აშშ დოლარი), ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა და მისი წილი მთლიან საგარეო ვაჭრობნაში 10,9%-ით განისაზღვრა. აზერბაიჯანთან მთლიანი საგარეო ვაჭრობიდან 188,708 მლნ აშშ დოლარი (2010 წლის 7 თვე - 132,891 მლნ აშშ დოლარი) ექსპორტია, იმპორტი - 336,687 მლნ აშშ დოლარი (2010 წლის 7 თვე 250,799 მლნ აშშ დოლარი).