თურქეთის ქალაქ ურფას სავაჭრო და სამრეწველო პალატის პროექტის კოორდინატორი სსია-ს ოფისში Print
Tuesday, 23 August 2011 12:52
მიმდინარე წლის 23 აგვისტოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ეწვია თურქეთის ქალაქ ურფას სავაჭრო და სამრეწველო პალატის პროექტის კოორდინატორი ბატონი ჯემილ ოზთურქ. ურფას სავაჭრო და სამრეწველო პალატის წევრ ბიზნესმენთა დაინტერესების სფეროებია: სასათბურე მეურნეობა, სარწყავი სისტემების, საკვები პროდუქტების, მოსავლის ასაღები მოწყობილობების, ხორბლის, ვეტერინარული ვაქცინებისდა ბიოლოგიური ნივთიერებების, სამკურნალო პროდუქციისა და ფაიფურის წარმოება. შემდეგი თვისათვის დაიგეგმა ურფას სავაჭრო და სამრეწველო პალატის წევრთა ვიზიტი ბათუმში და შეხვედრის გამართვა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან.